Saturday, July 17, 2010

გვარების ისტორია


1. პროექტის სახელი: გვარების ისტორია.
2. პროექტის აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ თავიანთი გვარების წარმოშობის ისტორიას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ თავიანთი გვარების წარმოშობის ისტორიას. ისინი ააგებენ თავიანთ საგვარეულო გენიალოგიურ ხეს.ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდებიან სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ თავიანთ მოგვარეებს, ექნებათ მათთან მიმოწერა, გაცვლიან ინფორმაციებს,ბლოგებს,ელ.ფოსტებს.
4. მოსწავლეთა ასაკი: 15-17წლები.
5. ვადები/ხანგრძლივობა 2010 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. დისკუსიების გამართვა კლასში,რომელი გვარი უფრო გავრცელებულია.ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ალბომები, კედლის გაზეთები,კატალოგები საგვარეულოების (გლეხი,თავადი, აზნაური, სასულიერო პირი,სამეფო გვარი) მიხედვით.ამ მონაცემების მიხედვით გრაფიკების აგება და მათი გაანალიზება.
8. სარგებელი სხვისთვის: დაინტერესებული პირები გაეცნობიან სხვადასხვა გვარის წარმოშობის ისტორიას. მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი გვარის შესახებ.
9. სამუშაო ენა:ქართული, რუსული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმატიკა-მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და მათი გაცვლა ელ. ფოსტით. გეოგრაფია-დაახასიათებენ გვარებს ადგილმდებარეობის მიხედვით. ისტორია-გვარების წარმოშობის ისტორია და მათი დღემდე განვლილი გზა. მათემატიკა- შეგროვილი ინფორმაციით გრაფიკების აგება და მათი გაანალიზება.
11.პროექტის იდეის ავტორი: ბურჯანაძე ნანა.
12.იდეის ავტორის ელ. ფოსტა nanaburjanadze.@gmail.com.